საქართველოში აშშ-ის საელჩო სავიზო დეპოზიტის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო სავიზო დეპოზიტის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო სავიზო დეპოზიტის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.

„გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.

განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი იქამდე, ვიდრე ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო გირაოს პროგრამა კიდევ 12 ქვეყნისთვის გააფართოვა, რომელთა შორის არის საქართველოც.