აშშ-მ სავიზო გირაოს პროგრამა კიდევ 12 ქვეყნისთვის გააფართოვა, რომელთა შორის არის საქართველოც
აშშ-მ სავიზო გირაოს პროგრამა კიდევ 12 ქვეყნისთვის გააფართოვა, რომელთა შორის არის საქართველოც

აშშ სავიზო გირაოს პროგრამას დამატებით 12 ქვეყნისთვის აფართოებს, რომელთა შორის არის საქართველოც. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აფართოებს სავიზო გირაოს პროგრამას 50 ქვეყნამდე, რაც ძალაში 2 აპრილიდან შევა. გირაო დაუბრუნდებათ მოქალაქეებს, მაშინ როდესაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პროგრამა მოქალაქეებისთვის B1 და B2 ტურისტული და ბიზნესვიზების მისაღებად $5 000-დან $15 000-მდე გირაოს გადახდას ითვალისწინებს. გირაო მოქალაქეებს დაუბრუნდებათ მაშინ, როდესაც დაბრუნდებიან სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით.

სავიზო გირაოს პროგრამა მოიცავდა 38 ქვეყანას, ახლა კი მათი რიცხვი 50-მდე გაიზარდა. პროგრამაში დამატებულ ქვეყნებს შორის არიან: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელი და ტუნისი.