საქართველოში 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი თიანეთთან იყო
საქართველოში 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი თიანეთთან იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრში, სოფელ უკანაფშავში იყო.

მათივე მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 15:28 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.

დღეს, დილით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სომხეთშიც, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.