სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა

09:38, 08.03.2025

სომხეთში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო.

მათივე მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 09:26 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

მსგავსი