საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყევტილება ცნობილია #1TVSPORT
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყევტილება ცნობილია #1TVSPORT

უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი.

საქართველოს ნაკრები უეფა-ს ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. ⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფა-ს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს (შესაბამისად, 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის მაყურებელი დაესწრება).

უეფა-ს გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს.