საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები შეერთებულ შტატებთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები შეერთებულ შტატებთან დამარცხდა #1TVSPORT

26 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში იაპონია საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (13:12), მეორე მატჩი კი მონტენეგროს ძლიერ ნაკრებთან დათმო (8:19).

დღეს, 28 ივნისს ჩვენი ეროვნული გუნდი B ჯგუფის ბოლო მატჩში შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

 

პირველი პერიოდი აშშ-ის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგშიც აისახა – 1:3.

მატჩის მეორე პერიოდში საქართველოს ეროვნული გუნდი თამაშის შემოტრიალებას შეეცადა, პირველი სწრაფი გოლიც გაიტანა, თუმცა აშშ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და უპირატესობა სოლიდურად გაზარდა – 2:5 (3:8).

ამერიკელებმა არც მესამე პერიოდი დათმეს და უპირატესობა კიდევ ერთი ქულით გაზარდეს -2:3.

მატჩის მიწურულს, მეოთხე პერიოდში ფრე დაფიქსირდა -3:3, თუმცა, საბოლოო ანგარიშით ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა გაიმარჯვა – 9:13.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველა თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი