წყალბურთი | „აპოლომ“ შავი ზღვის თასი მეხუთე ადგილზე დაასრულა, „დინამომ“ – მეშვიდეზე #1TVSPORT
შავი ზღვის თასზე, შეჯიბრების ბოლო დღეს გამარჯვებები იზეიმეს ქართულმა კლუბებმა. თბილისის „აპოლომ“ მეხუთე ადგილისთვის მატჩში „მარსელი“ (15:15) პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო თბილისის „დინამომ“ იაპონურ „კაშივაზაკის“ 12:10 სძლია.
„მარსელთან“ მატჩში „აპოლოს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ფილიპ გარდაშევიჩმა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულეს მატია სლადოვიჩმა, დუშან ვაშიჩმა და ვუკ დრაშკოვიჩმა.
რაც შეეხება „დინამოს“, „კაშივაზაკისთან“ მატჩის ბომბარდირი რევაზ იმნაიშვილი გახდა. ორ-ორი გოლი გაიტანეს გიორგი მაგრაქველიძემ და დემეტრე თოდუამ.