საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთმა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთმა დაამარცხა #1TVSPORT

თბილისი მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. 26 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ჩვენს დედაქალაქში წყალბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი იმართება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში იაპონია საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (13:12), მეორე მატჩი კი მონტენეგროს ძლიერ ნაკრებთან დათმო (8:19). B ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველო შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდა, ანგარიშით 9:13 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

მომდევნო ეტაპზე, 1/4 ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი საბერძნეთის ნაკრებს შეხვდა. მთელი მატჩი ბერძნების დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშზე აისახა – 8:20.

საბერძნეთის ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს, ჩვენი ეროვნული გუნდი კი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.