საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაშოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული გამოვლინდა.
კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მერაბ ამზოევი, მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, ნიკა კალანდაძე, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია, ლიზა შენგელია და თორნიკე ყიფიანი.
კონკურსის ჟიურის წევრები არიან თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.
მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის, ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული საქართველოს 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.
საქართველოს ვარსკვლავი