„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული ცნობილია

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაშოუს,​საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული გამოვლინდა.

კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მერაბ ამზოევი, მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, ნიკა კალანდაძე, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია, ლიზა შენგელია და თორნიკე ყიფიანი.

კონკურსის ჟიურის წევრები არიან თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.

მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის, ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული საქართველოს 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

საქართველოს ვარსკვლავი