საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით, გიგი უგულავა შსს-შია დაბარებული
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით, გიგი უგულავა შსს-შია დაბარებული

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით, გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაშია დაბარებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, როგორც ადვოკატი აცხადებს, უგულავა შსს-ში 22:00 საათზე გამოცხადდება.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, გიორგი უგულავა დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში. მსჯავრდებულ გიორგი უგულავას ადვოკატის განმარტებით, გიორგი უგულავა 22:00 საათზე გამოცხადდება შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში“,- აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.