საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვა
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები ჩინეთში იმყოფება, სადაც კუნგფუს მერვე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.
ჩემპიონატში 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს ნაკრების სპორტსმენების მონაპოვარი ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი იყო. ოქროს მედლის მფლობელები მარიამ თურმანიძე (17 წლის), სოფიკო აფხაზავა (11 წლის), ნიკოლოზ ნუცუბიძე (10 წლის), საბა გოგია (9 წლის) და რაული მამედოვი გახდნენ. ვერცხლის მედალს ნინო ჩიხლაძე დაეუფლა (22 წლის). ბრინჯაოს მედლები ლუკა ხუტიაშვილმა (15 წლის), გიორგი გერმანოზაშვილმა (11 წლის) და გურამი ფირცხალავამ (15 წლის) დაიმსახურეს.
ტურნირის მეორე დღეს შეჯიბრება ტაო ლუს სახეობაში გაიმართა და ქართველმა სპორტსმენებმა ათი მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალი სოფიკო აფხაზავას, საბა გოგიას და ლუკა ხუტიაშვილს ერგოთ. მეორე ადგილზე მარიამ თურმანიძე და რაული მამედოვი გავიდნენ. ბრინჯაოს მედალოსნები კი გურამი ფირცხალავა, ნიკოლოზ ნუცუბიძე, ნინო ჩიხლაძე და ლაშა სუბულაშვილი გახდნენ.
ჯამში საქართველოს ნაკრებმა რვა ოქროს, სამი ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დასკვნითი შეჯიბრება ხვალ გაიმართება. ნაკრები საქართველოში 19 ივნისს, 11:30 საათზე დაბრუნდება.