უშუს საერთაშორისო ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა #1TVSPORT
უშუს საერთაშორისო ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა #1TVSPORT

ბათუმმა უშუს ღია საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანადგომით გაიმართა.

ბათუმში უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი მეორედ ჩატარდა. საერთაშორისო შეჯიბრება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საკმაოდ წარმომადგენლობით გამოდგა – ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ ტურნირზე ხუთი ქვეყნის 200-მა სპორტსმენი მონაწილეობდა.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ბოლო დროს გააქტიურდა. მისი პრეზენტაცია ივლისში გაიმართა. მას შემდეგ ორგანიზაცია რამდენიმე ღონისძიების ორგანიზატორად მოგვევლინა. პირველი ნაბიჯი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საზეიმო დახვედრა და დაჯილდოება იყო. ამის შემდეგ ფონდი იყო ევროპის ჩემპიონატის („ულტიმეტ სტრონგმენი“ 105 კგ) პარტნიორი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, მემორანდუმი გააფორმა ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან და იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურთან.

დატოვე კომენტარი