უშუს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს
უშუს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს

ჩინეთში გამართულ კუნგფუს მერვე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ტურში, ჩვენმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს. ლაშა სუმბულაშვილი ვერცხლს, ხოლო ბექა ჟორჟოლაძე კი ბრინჯაო დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ჯამში საქართველოს ნაკრებმა რვა ოქროს, სამი ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეროვნული ნაკრები უკვე საქართველოსკენ გამოემართა და თბილისის საერთაშორისო აერპორტში, ხვალ, 11:30 საათზე ჩამოფრინდება.

წყარო – საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია