საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს უფასო სპორტულ ჯგუფებს სთავაზობს #1TVSPORT
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს უფასო სპორტულ ჯგუფებს სთავაზობს #1TVSPORT

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია გამოთქვამს სურვილს ხელი შეუწყოს უკრაინელი ბავშვების სოციალიზაციას საქართველოში და სთავაზობს უფასო სპორტულ ჯგუფებს, რაც მოიცავს კუნგფუს სხვადასხვა სტილებს და მთელ რიგ ფიზიკურ აქტივობებს, რომელიც ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას.

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 20 მარტს ტარდება საქართველოს უშუს მე-6 თასის გათამაშება, სადაც მოწვეული სტუმრები იქნებიან საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.

ტურნირი ჩატარდება ორი მიმართულებით – საჩვენებელი ტაოლუ და კონტაქტური ორთაბრძოლა სანდა, სადაც ყველა რეგიონის 150-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების გახსნა 14:00 საათზე, 20 მარტს. მისამართი: ბობ უოლშის ქუჩა, ტანვარჯიშის არენა, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია.