საქართველოს „უეფას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ
საქართველოს „უეფას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ

„უეფას“ წარმომადგენლები საქართველოში არიან – ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები ფეხბურთის ფედერაციას ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.

თბილისში „უეფას“ მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტის წევრი, იგორ იანკოვიჩი და „უეფას“ მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენეჯერი, ლიამ მაცგროუთი იმყოფებიან – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან და სფფ-ის გრასრუტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან მათი პირველი შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართა.

სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში მასობრივი ფეხბურთის განვითარების მიზნით 2020 წელს გასამართი ღონისძიებების დაგეგმვა და მიმოხილვაა – ეს მოიცავს როგორც ბავშვთა და გოგონათა ფეხბურთს, ასევე სამოყვარულო კლუბებს და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტს.