საქართველოს უეფა-ს დელეგაცია ესტუმრა - ევრო 2023-ისთვის მზადება გრძელდება #1TVSPORT
საქართველოს უეფა-ს დელეგაცია ესტუმრა - ევრო 2023-ისთვის მზადება გრძელდება #1TVSPORT

2023 წელს საქართველო და რუმინეთი 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩვენი ქვეყანა ამ დიდი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს.

ამ მიზნით, 5-10 სექტემბერს საქართველოში უეფა-ს საგანგებო ჯგუფის ვიზიტი შედგა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაცო ჯგუფთან ერთად ის სტადიონები და სავარაუდო სავარჯიშო მოედნები დაათვალიერეს, სადაც გუნდები ივარჯიშებენ და ოფიციალურ მატჩებს გამართავენ.

ხუთდღიანი ვიზიტი საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისში დაიწყო და ბათუმში დაასრულა. უეფა-ს საორგანიზაციო ჯგუფი ქართულ მხარესთან ერთად ყოველკვირეულად ონლაინ რეჟიმში იმუშავებს, ფინალური ეტაპის დაწყებამდე კი სპეციალური დელეგაციების ვიზიტებია დაგეგმილი.

საქართველოში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებთან ერთად პლეი ოფის შეხვედრები და ფინალური თამაში გაიმართება. 2023 წელს ევროპის 21 წლამდე ნაკრებთა საუკეთესო გუნდი ბათუმის ახალ სტადიონზე გამოვლინდება.