საქართველოს თხუთმეტწლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა და მეექვსე ადგილი დაიმსახურა. ევროპის საუკეთესო ექვსეულში შესვლით, ახალგაზრდა წყალბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.
მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 12:3 დათმო. ქართველთა მხრიდან დუბლი შეასრულა ბესარიონ ახვლედიანმა, ხოლო ლუკა ჩიქოვანმა კი სერბებს ერთი გოლი გაუტანა.
საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრები თბილისში ხვალ, 16:30 საათზე ჩამოვა.