საქართველოს თხუთმეწლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა | წყალბურთი
საქართველოს თხუთმეწლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა | წყალბურთი

საქართველოს თხუთმეტწლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა და მეექვსე ადგილი დაიმსახურა. ევროპის საუკეთესო ექვსეულში შესვლით, ახალგაზრდა წყალბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.

მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 12:3 დათმო. ქართველთა მხრიდან დუბლი შეასრულა ბესარიონ ახვლედიანმა, ხოლო ლუკა ჩიქოვანმა კი სერბებს ერთი გოლი გაუტანა.

საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრები თბილისში ხვალ, 16:30 საათზე ჩამოვა.