საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გასული ათი გუნდი გაირკვა
საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გასული ათი გუნდი გაირკვა

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ეტაპის კიდევ რამდენიმე მატჩი ჩატარდა და უკვე შემდეგ ეტაპზე გასული ათი გუნდია ცნობილი.

მერანი 2 – სპაერი 1: 5

იმერეთი – ვიტ ჯორჯია 2 0 : 0 (4:3 პენალტებით)

სულორი – თბილისი სითი 0 : 1

ბორჯომი – გარეჯი 0 : 0 (2:4 პენალტებით)

ეგრისი – გორი 1 : 2

პირველი ეტაპის სხვა მატჩები 23 და 24 აგვისტოს გაიმართება. დღევანდელი გამრჯვებულების გარდა, პირველ სათამაში დღეს, შემდეგ ეტაპზე თამაში რამდენიმე გუნდმა გაინაღდა – ესენია „ბახმარო“, „სიონი“, ზუგდიდის „დინამო“, „ვარკეთილი“ და ხობის „კოლხეთი“.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება. მასში ეროვნული ლიგის ექვსი გუნდში ჩაერთვება. ევროთასების მონაწილე გუნდები კი მესამე ეტაპიდან ითამაშებენ.