24 და 25 ოქტომბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ოთხი ნახევარფინალისტი გამოვლინდა – ტიტულისთვის ბრძოლას ფოთის „კოლხეთი 1913“, ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და წყალტუბოს „სამგურალი“ განაგრძობენ.
საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება, გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:
7 ნოემბერი, სამშაბათი
ფოთი, „ფაზისი“
18:00 „კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი)
თბილისი, „დავით პეტრიაშვილია არენა“
20:00 „საბურთალო“ – „სამგურალი“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასზე წყვილის გამარჯვებულს ერთრაუნდიანი მატჩები გამოავლენს.