საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT

24 და 25 ოქტომბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ოთხი ნახევარფინალისტი გამოვლინდა – ტიტულისთვის ბრძოლას ფოთის „კოლხეთი 1913“, ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და წყალტუბოს „სამგურალი“ განაგრძობენ.

საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება, გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:


7 ნოემბერი, სამშაბათი


ფოთი, „ფაზისი“

18:00 „კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი)

თბილისი, „დავით პეტრიაშვილია არენა“

20:00 „საბურთალო“ – „სამგურალი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასზე წყვილის გამარჯვებულს ერთრაუნდიანი მატჩები გამოავლენს.