საქართველოს თასის მერვედფინალისტები ცნობილია - „ჩიხურა“ გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა
საქართველოს თასის მერვედფინალისტები ცნობილია - „ჩიხურა“ გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და რამდენიმე სენსაციური შედეგიც დაფიქსირდა. მეოთხე ლიგის „სპაერმა“ რანგით მეორე ლიგის ფოთის „კოლხეთი“ 5:1 გაანადგურა და გათამაშებიდან გამოთიშა. ლიგა 2-ის „თელავმა“ კი ეროვნული ლიგის წარმომადგენელი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საჩხერეს „ჩიხურა“, რომელიც საქართველოს თასის ბოლო 6 გათამაშების მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა, გათამაშებას ამ ეტაპზე გამოეთიშა. ამ შეხვედრის ბედი მხოლოდ დამატებულ წუთზე (90+3) გადაწყდა: სტუმართა კარში დანიშნული პენალტი თემურ შონიამ უნაკლოდ შეასრულა და “ლოკომოტივი” მერვედფინალში გაიყვანა.

„ბეთლემი„ – „გურია“ 1:2

„ზესტაფონი“ – „მერანი“ თბ 0:2

„ზუგდიდი“ – „ცხინვალი“ 3:2 (ძირითადი დრო 1:1)

„გაგრა“ – „შუქურა“ 2:0

„დინამო 2“ ბთ – „რუსთავი“ 0:2

„ბორჯომი“ – „ტორპედო“ 1:4

„თელავი“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0

სპაერი“ – „კოლხეთი 1913″ 5:1

„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“ 1:0.