საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში პირველი ეტაპის მატჩები მიმდინარეობს. თამაშები სამ დღეს გაგრძელდება. ზოგიერთი წყვილის გამარჯვებული უკვე ცნობილია.

იბერია – ბახმარო 1:4

დიდუბე – სიონი 0:3

სქური – ზუგდიდის დინამო 1:4

ვარკეთილი – ალგეთი 2:1

სამეგრელო – ხობის კოლხეთი 0:3

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება. პირველი ეტაპის 18 გამარჯვებულს დაემატება ეროვნული ლიგის ის 6 გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე არ იასპარეზებს.

თასისთვის ბრძოლას დასკვნითი, მესამე ეტაპიდან შეუერთდება ეროვნული ლიგის ის ოთხი გუნდი, რომლებიც წელს ევროთასებზე ითამაშებს.