პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე შვიდკაცა რაგბის ევროპის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 22:17 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩვენმა გუნდმა სენსაციური შედეგი დააფიქსირა ინგლისის ნაკრებთან, როდესაც მას ანგარიშით 22:12 მოუგო.
ლელოებით ინგლისის წინააღმდეგ თავი რევაზ ხარაზიშვილმა (2) და ბექა წიკლაურმა გამოიჩინეს.
კიდევ ერთი მატჩი ქართველმა მორაგბეებმა გერმანიასთან გამართეს და ანგარიშით 12:15 დამარცხდნენ.