საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე მეორე მატჩიც მოიგო #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მეორე თამაში ჩაატარა და ბელგიის ნაკრები 14:7 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში გახსნეს – ლელო რეხვიაშვილმა დადო, ჩხაიძემ კი შედეგიანად გარდასახა – 7:0.
ბელგიელებმა მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა ე.წ. „გაწითლებულ დროში“ ჯობავამ კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც ჩხაიძემ კვლავ შედეგიანად გარდასახა და სააბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 14:7 მოიგო.
დღევანდელი დღის პირველ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ჩეხეთი 17:14 დაასრულეს და ორიდან ორივე მოგება აქვთ, ხვალ კი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი 14:30 საათზე დაიწყება.