კრივი | ლაშა გურული ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
კრივი | ლაშა გურული ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) ფინალში იასპარეზებს.

ნახევარფინალში გურულმა უნგრელი რიჩარდ კოვაჩი დაამარცხა, ფინალში ქართველი მოკრივის მეტოქე ფრანგი სოფიან უმია იქნება.

ფინალური შეხვედრა 1-ელ ივლისს გაიმართება და 21:0 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა უკვე მოიპოვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.