საქართველოს შს სამინისტრო ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ვიდეოკადრები იმ ადგილზეა გადაღებული, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ რუსი სამხედროები იმყოფებიან. კადრებში ჩანს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არ არიან და არც მათი გადაადგილება შეინიშნება.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

დატოვე კომენტარი