საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომეხ ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე კანონმდებლობის გათვალისწინებით ეთქვათ უარი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომეხ ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე კანონმდებლობის გათვალისწინებით ეთქვათ უარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომეხ ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი კანონმდებლობის გათვალისწინებით ეთქვათ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი არეგულირებს.

სომხური მედიის ცნობით, 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვრის ბავრა-ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე გამოცემა Epress.am-ის სამი ჟურნალისტი ოთხ საათზე მეტ ხანს დააყოვნეს, ხოლო შემდეგ მათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.

მოგვიანებით, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა, ჰარელმ დეზირმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე სომეხი ჟურნალისტების შეშვება.