ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე სომეხი ჟურნალისტების შეშვება
ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე სომეხი ჟურნალისტების შეშვება

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე სომეხი ჟურნალისტების შეშვება.

შესაბამის განცხადებას ჰარელმ დეზირი „ტვირერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„შეშფოთებული ვარ, რომ ემპრეს.ამ-ის ჟურნალისტები იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატრიანი და ტოგრან აკოფიანი სომხეთიდან საქართველოში არ შეუშვეს. მოვუწოდებ მთავრობას, უზრუნველყოს ეუთო-ს წევრი ქვეყნის ჟურნალისტების შეშვება, ეუთო-ს ვალდებულებების ფარგლებში,“ – წერს დეზირი.

სომხური მედიის ცნობით, 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვრის ბავრა-ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე გამოცემა Epress.am-ის სამი ჟურნალისტი ოთხ საათზე მეტ ხანს დააყოვნეს, ხოლო შემდეგ მათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.