საპატრიარქო – რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს

14:11, 04.03.2018

საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის საპატრიარქოსგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში ჩაერთო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში  საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი