საქართველოს საგარეო უწყება - ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
საქართველოს საგარეო უწყება - ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ხაზზეა თურქეთის ყველა შესაბამის უწყებასთან, სტიქიის ზონაში დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.

თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დაშავებულია 21 -მდე ადამიანი. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, მიწის ზედაპირიდან 5 კმ-ის სიღრმეში, გამთენიისას დაფიქსირდა.