საქართველოს საგარეო უწყება აღმოსავლეთ თურქეთში ზვავის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღმოსავლეთ თურქეთში ზვავის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. შესაბამის განცხადებას საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავთ აღმოსავლეთ თურქეთში ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაციის გამო. გვსურს, გულწრფელი სამძიმარი, სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ზვავის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, თურქეთის ვანის პროვინციაში ჩამოწოლილ ზვავს, ბოლო მონაცემებით, 38 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
We received with great sadness and sorrow the news about the avalanche in #Eastern #Turkey , We would like to convey our heartfelt condolences, solidarity and sympathy to the families of victims effected by the avalanche
— MFA of Georgia (@MFAgovge) February 5, 2020