ბოლო მონაცემებით, თურქეთის ვანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლას 38 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო მონაცემებით, თურქეთის ვანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლას 38 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ვანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 38 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა.

შემთხვევა ვანი-ბაჰჩესარაის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. 5 თებერვალს, დღისით გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა მიკროავტობუსი და თოვლსაწმენდი მანქანა მოიყოლეს. მას შემდეგ, რაც კატასტროფის ადგილზე სამაშველო სამსახურების 300-მდე თანამშრომელი მივიდა, ზვავი იმავე ადგილას მეორედ ჩამოწვა.

როგორც ვანის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, გარდაცვლილებს შორის სამაშველო სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები არიან. თოვლიდან ათობით ადამიანის ამოყვანა გახდა შესაძლებელი, ზვავში მოყოლილების ძებნა კვლავ გრძელდება. სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობენ სამხედროები, ასევე ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლები. მათ მუშაობას თოვლი და ნისლი აფერხებს.