საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზბეკეთის მთავრობასა და ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზბეკეთის მთავრობასა და ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო
შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილში. 

ყაზახეთში, დღეს სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა 52 ადამიანი.