საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 8 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 8 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაში კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

მანამდე, 5 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების ნაკრებთან ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 2025 წლის სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.