საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 სექტემბერს შეიკრიბება - ვლადიმირ ვაისი სიას მალე გამოაქვეყნებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 სექტემბერს შეიკრიბება - ვლადიმირ ვაისი სიას მალე გამოაქვეყნებს

5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.  თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვლადიმირ ვაისის გუნდი კორეას შეხვდება.

ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრები კორეის ნაკრებთან მატჩისთვის საწვრთნელ შეკრებას 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს. კორეასთან შეხვედრის შემდეგ „ჯვაროსნები“ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს თბილისში გამართავენ. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი „დინამო არენაზე“ დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი ასეთია:

5 სექტემბერი

კორეის რესპუბლიკა – საქართველო

17:30. სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი

8 სექტემბერი

საქართველო-დანია

20:00. თბილისი, დინამო არენა

რაც შეეხება კორეისა და დანიის ნაკრებებთან საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეთა სიას, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი