საქართველოს საფეხბურთო მედია ნაკრები ევროპის თასისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

13:30, 02.05.2025

საქართველოს საფეხბურთო მედია ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც 2-5 მაისს ევროპის თასზე იასპარეზებს , — ინფორმაციას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ჩვენი ნაკრები უკვე მრავალი წელია საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობს და თითქმის ყოველთვის ფავორიტებს შორის მოიაზრება. 14-ჯერ ჩატარებულ ტურნირზე საპრიზო ადგილი 11-ჯერ დავიკავეთ – 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ.

ამჯერად მთავარი პრიზისთვის მოლდოვაში 8 ნაკრები იბრძოლებს: პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და საქართველო. გუნდშია საქართველოს პირველი არხის წარმომადგენელი კოტე მიგინეიშვილი, რომელიც წლებია მედია ნაკრებში თამაშობს, ასევე – ცოტნე ქინქლაძე.

მსგავსი