საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები 27 მარტს გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 27 მარტს, ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზ. N116, დიდუბე პლაზას ბიზნეს ცენტრის მე-4 სართულზე გაიმართება ფედერაციის რიგგარეშე საერთო კრება (ყრილობა).
რიგგარეშე ყრილობის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხებია:
1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 16/12/2021 წლის N00038406 ბრძანების თანახმად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციების (ეროვნული სპორტული ფედერაციების) სახელმძღვანელო პრინციპების და ამავე ბრძანების დანართით გათვალისწინებული რეკომენდაციით, ფედერაციის წესდების შესაბამისობაში მოყვანა და ახალი წესდების დამტკიცება.
2. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები.
რიგგარეშე ყრილობა შემდეგი განრიგის შესაბამისად ჩატარდება:
- 12:00 – 13:00 რეგისტრაცია;
- 13:10 სხდომის გახსნა (გიორგი გელაშვილი, საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, აცხადებს ქვორუმს, დელეგატების რაოდენობას, აყენებს კენჭისყრაზე სხდომის თავმჯდომარეს და მდივნის კანდიდატურას);
- კენჭისყრა;
- ყრილობის სხდომის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა;
- ყრილობის დღის წესრიგის გაცნობა და დღის წესრიგის კენჭისყრა;
- სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრაზე ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობის წარდგენა;
- პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა;
- პრეზიდენტობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლა;
- ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, წესდების ცვლილების აუცილებლობის საკითხებზე განმარტება და საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურის ახსნა;
- ახალი წესდების მიღება ღია კენჭისყრით;
- ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით;
- შესვენება – 20 წუთი (ხმების დათვლა);
- საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება;
- სხდომის დახურვა.
პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო 2022 წლის 14 მარტს, 10:00 საათიდან და დასრულდება 2022 წლის 25 მარტს, 17:00 საათზე, სსეფ-ის წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.