საქართველოს ჩემპიონატი წყვილთა რბოლაში იწყება #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატი წყვილთა რბოლაში იწყება #1TVSPORT

18 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი წყვილთა რბოლის პირველ ეტაპს უმასპინძლებს. წყვილთა რბოლა ორ ავტომობილს შორის იმართება, რომლებიც სტარტს ერთმანეთის პარალელურად, ან საპირისპირო მიმართულებით იღებს. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად, ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. რბოლა ორ გამარჯვებამდე გრძელდება.

მონაწილეების რეგისტრაცია ადგილზე, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიება 11:00 საათზე ბრიფინგით გაგრძელდება და რბოლას მაყურებელი 12:00 საათიდან იხილავს. მონაწილეობის მსურველებს შემედეგ კლასებში შეუძლიათ გამოცხადნენ:

  • AM2000 – 2000 სმ3 მდე.
  • AM3000 – 2000 სმ3 დან 3000 სმ3 მდე.
  • AM OverAll – 3000სმ3 და მეტი
  • Pro OverAll – ყველა, გარდა ღია თვლებიანი ავტომობილების.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ავტომრბოლელებს შეუძლიათ. ადგილზე მათ შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინონ:

  • მართვის მოწმობა.
  • ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

ერთი ავტომობილით ასპარეზობის უფლება აქვს მაქსიმუმ ორ მონაწილეს და მონაწილეობის ღირებულება 100 ლარს შეადგენს.

წყარო – საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია
ფოტო – სოსო გახოკია