საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
„შერატონ გრანდ მეტეხი პალას“-ში დღეს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია 2019 წლის სპორტული სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
დაჯილდოებას ფედერაციის პრეზიდენტი დავით მჭედლიშვილი გახსნის, რომელიც ავტოსპორტში გასული წლის მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრებს. ღონისძიების ფარგლებში ფედერაცია 2019 წლის სეზონის ორგანიზებაში მონაწილე პირებს სპეციალურ სიგელებს გადასცემს. ასევე ავტომრბოლელები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის დებიუტანტები, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის პრიზიორები, 2019 წლის საერთაშორისო აღიარება, საქართველოს აღმართის დაძლევის ჩემპიონატის პრიზიორები, 2019 წლის საერთაშორისო წარმატებული მრბოლელი და 2019 წლის საუკეთესო ავტომრბოლელი.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2020 წლის კალენდარს წარუდგენს.
დასაწყისი 18.00 საათზე.