საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის ფინური ბარიერი მაღალი აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ფინეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ფინელების უპირატესობა მაინც იგრძნობოდა და საბოლოოდ, მეტოქემ 0:3 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-17 წუთზე სალსტრომმა გახსნა, 68-ე წუთზე ფრანსიმ კონტრშეტევაზე სტუმართა უპირატესობა გაზარდა, ხოლო 71-ე წუთზე პენალტით ალანენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:3.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ორივე წააგო.

გუნდი
1. შვედეთი 2 6
2. ფინეთი 2 6
3. ირლანდია 0 0
4. სლოვაკეთი 2 0
5. საქართველო 2 0