საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების  მარცხი იტალიასთან
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების  მარცხი იტალიასთან
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „ჩირო ვიგორიტოს“ სტადიონზე იტალიას ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა მასპინძლებმა 6:0 მოიგეს.
 
იტალია პირველივე წუთებიდან სრულ უპირატესობას ფლობდა და პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს ხუთჯერ გაუტანეს. მეორე ნახევარში იტალიელებმა მხოლოდ ერთი იკმარეს და საბოლოოდ, მატჩი მათ სასარგებლოდ დასრულდა – 6:0 .
„ბ“ შესარჩევ ჯგუფის მეორე მატჩი 7 ნოემბერს ტაქაალის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც მალტა ისრაელს დაუზავდა 1:1 და 4 ტურის შემდეგ უქულოდ ჯგუფში მხოლოდ საქართველოს ნაკრები დარჩა.
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს დანიასთან ვიბორგში გამართავს. ვიბორგში მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
იტალია 6:0 საქართველო
გოლები: 1:0 ლინარი (10), 2:0 გუანი (25), 3:0 გირელი (27), 4:0 საბატინო (32), 5:0 საბატინო (45+1), 6:0 როზუჩი (52)
საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, კალანდაძე, მატვეევა (72. ჩემინავა), ჭიჭინაძე (85. ნ. დანელია), ჭყონია (55. მ. დანელია), ტატუაშვილი, სუთიძე, ბაქრაძე, თოდაძე, რაუხი
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
გაფრთხილებები: პასიკაშვილი (50), თოდაძე (80)