საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრები ნონა გაფრინდაშვილმა დააჯილდოვა #1TVSPORT
საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირი 13-14 ოქტომბერს გაიმართა და ქართველთა ტრიუმფით დასრულდა.
შეჯიბრებაში, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართა 31 ქვეყნის 43 გუნდი მონაწილეობდა.
დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდმა გამარჯვებულები დააჯილდოვა. სპეციალური პრიზები გუნდის წევრებს ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა გადასცა.
ცერემონიას იუსტიციის მინისტრი რატი ბეგაძე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ.