საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 1/2 ფინალურ ეტაპზე აშშ-ის გუნდის წევრები დაამარცხეს და ხვალ ფინალურ პარტიებს ჩაატარებენ.
ფინალში ქართველი მოჭადრაკეები 11 სექტემბერს ყაზახეთის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.
მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ბელა ხოტენაშვილი (2423), მერი არაბიძე (2349), ნინო ბაციაშვილი (2366), ლელა ჯავახიშვილი (2342), სალომე მელია (2267).
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელს გაიმარჯვა.