საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა დღეს ბოლო ტურის გადამწყვეტი პარტია რუსეთის ნაკრებთან ყაიმით ითამაშეს. საქართველოს ოთხივე დაფაზე დებიუტში წასაგები პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მოჭადრაკეებმა წარმოუდგენელი შედეგი, ყაიმი 2:2 დააფიქსირეს.

საქართველოს ნაკრებმა 23 ქულა მოაგროვა და უკრაინის და ინდოეთის გუნდებს გაუსწრო.

ასტანაში ჩატარებულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველ-მეორე ადგილებზე ჩინეთის და რუსეთის ნაკრებები გავიდნენ.