საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები ექვსი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა | 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა
ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, დღეს მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართება.
ექვსი ტურის შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები – 11 ქულით სატურნირო, ცხრილში მეორე ადგილზეა. 11 ქულა საქართველოს ნაკრების გარდა ამერიკის შეერთებული შტატების და სომხეთის გუნდებსაც აქვთ.
დღეს მეშვიდე ტურში პირველი გუნდი ინდოეთის, მეორე ფილიპინების, ხოლო ქალ მოჭადრაკეთა მესამე გუნდი ავსტრიის ნაკრების მეტოქე იქნება. რაც შეეხება ვაჟებს. დღეს მეშვიდე ტურში პიველი ნაკრები მაკედონიის გუნდს დაუპირისპირდება, მეორე გუნდი კოლუმბიის, ხოლო მესამე მოლდოვის ნაკრების მეტოქეა.