საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

23:49, 07.07.2018

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

როგორც პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბრძანებაში აღნიშნულია – საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

მსგავსი