საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ილჰამ ალიევისა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ილჰამ ალიევისა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

„საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მანამადე, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.