ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა

16:56, 01.11.2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტელეფონით დაუკავშირდა.

ინფორმაციას „აზერტაჯი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანული გამოცემის ცნობით, ალიევმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.

მსგავსი